вторник, 15 июля 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიერ ორგანიზებული ტრენინგი-პროექტებით სწავლება.დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო.ყველა მონაწილემ მოახდინა პროექტის პრეზენტაცია.შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,გავუზიარეთ შენიშვნები.ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო.მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.კმაყოფილი ვარ ტრენინგით ,პირადად შორენა ბადურაშვილის.მადლობ შორენა.....მომავალ ტრენინგამდე.

суббота, 12 июля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღე ძალზედ დატვირთული იყო.ვისწავლე ანიმაციების დადება  და გვერდების დამატება ბლოგზე.ყოველივეს გამოვიყენებ შემგომ საქმიანობაში.დიდი მადლობა შორენას.


четверг, 10 июля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყო საინტერესო.გავაგრზელე პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა.ვიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე. ვისწავლე ობიექტის ფაილში დამატება და ელექტრონული კითხვარის შექმნა.გავეცანით გარნერის პრეზენტაციას.ყოველივე ამას გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.

вторник, 8 июля 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს რაღაც აფორიაქებული და გაღიზიანებული მოვედი სახლიდან ,რადგან სკლეროზის გადამკიდე კინაღამ გადავბუგე სახლი, გაზქურაზე დამრჩა რაღაც.(ქვაბი მენანებაააა)
და მაინც დღე ნაყოფიერი იყო,გაფანტულად კი ვისმენდი შორენას მონოლოგს ,მაგრამ მაინც პირველი ვაკეთებდი ყველაფერს.(ასეთი სწრაფი  და ნიჭიერი ვარ).დღეს გავაკეთე შეფასების რუბრიკები.მადლობ შორენა.

მეორე ჯგუფის პრეზენტაცია:

суббота, 5 июля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს წყვილებში გავეცანით ერთმანეთის პროექტის გეგმის გარკვეულ ნაწილს.მოხდა აზრების ურთიერთგაზიარება.გავეცანით თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.დღე კარგი იყო, ცოტა აჯიტირებულები კი ვიყავით.

ჩემი პროექტის თემაა:
 "საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და შედეგები."
კითხვები:


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ გავლენას ახდენს მმართველობის სისტემები ინდივიდზე?
თემატური კითხვები
რა პოტენციურ გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ადამიანთა ყოფაზე?
შინაარსობრივი კითხვები

რა იყო ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი?
დადებითად აფასებთ თუ არა ასოცირების ხელშეკრულებას?
შეუწყოფს თუ არა ხელს ეს ხელშეკრულება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას?
შეუქმნის თუ არა საფრთხეს ეს ხელშეკრულება კულტურულ იდენტობასა და თვითმყოფადობას?
დაგვრხმარება თუ არა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგცარების პროცესში?
რა შიშები და მითებია გავრცელებული  ჩვენს საზოგადოებაში?


ჩემი ბუკლეტი:

четверг, 3 июля 2014 г.

მეოთხე დღის რეფრექსია

გავეცანით ერთმანეთის მიმართულების მიმცემი კითხვარები.ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო.გავაკეთე "ვიცი-მინდა-ვიცოდე"-შეფასების სქემა.

вторник, 1 июля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლე მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება და სპეციპიკა.სტანდარტებიდან გამომდინარე დავგეგმე სპეციპიკური,სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები.ეს გამომადგება ზუსტად დავსვა კითხვები თემის ეკეთ გაგებისთვის."სწორი კითხვის დასმა უფრო ძნელია,ვიდრე მასზე პასუხის გაცემა" გეორგ კანტორი.